|
2016-10-10 09:58:13, 755 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი პროვოკაციების გზით წაიყვანოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანზიაციების მიერ გაკეთებეული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ცდილობს, საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციებისა და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს: „რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლების უმრავლესობამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის არჩევნებმა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)