|
2016-10-09 14:55:04, 968 ნახვა
პოლიტიკა
IRI: დაფიქსირებულმა ერთეულმა ინციდენტებმა მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი დააზარალა
იმის ფონზე როდესაც არჩევნები ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით უმეტესწილად იყო მშვიდობიანი, მაინც დაფიქსირდა შემაშფოთებელი ინციდენტები, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საქართველოს პოლირიკურ პარტიების შორის მზარდი დაძაბულობისა და მუდმივი უნდობლობის გათვალისწინებით მომხდარმა ფაქტმა შექმნა საარჩევნო ძალადობის გაზრდის საფრთხე. "არჩევნების დღეს დაფიქსირდა საარჩევნო ძალადობა მარნეულის ოლქში და შედარებით მცირე ინციდენტი ქუთაისში. გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევა სამეგრელოს რეგიონში, რის შემდეგაც გაუქმნდა ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნები. არჩევნები ჩატარდა პარლამენტის წევრის ავტომობილის აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ დაფიქსირებული დარღვევების მიღმა ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდი იყო", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ ინციდენტის ირგვლივ არსებული ფაქტები და დაისაჯონ დამნაშავეები.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)