|
2015-03-16 19:34:17, 1047 ნახვა
სამართალი
"თხევადი ჰეროინის ტრანზიტის" საქმეზე ერთ პირს უვადო პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ე.წ. ,,თხევადი ჰეროინის ტრანზიტის’’ საქმეზე დაასრულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ბრალდებულების შეფიქ სემიზოღლუს, ევგენი გორგაძისა და ამჟამად ძებნაში მყოფი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ. სასამართლომ შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ჩოშქუნ ბაირამს, შეფიქ სემიზოღლუს და ევგენი გორგაძეს ბრალად ედებოდათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო ჩოშქუნ ბაირამსა და შეფიქ სემიზოღლუს ასევე ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაპალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისმეშვეობით. ხოლო განაჩენი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)