|
2016-10-08 15:40:19, 729 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებს 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა
„მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო, მაქსიმალურად ეცადონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სულ ცოტა ხნის წინ, საბურთალოს მეექვსე ოლქში, 48-ე უბანზე, ჩვენი წარმომადგენელები, მამა-შვილი ირაკლი და მამუკა კურტანიძეები ჯერ აიძულეს დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ, როცა ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 20-მდე პირი მამა-შვილს ჯერ გამოელაპარაკნენ, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ჩვენ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. ამასთან, მან ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში მომხდარ დარღვევაზე ისაუბრა,. „მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო,მაქსიმალურად ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩიადენენ დანაშაულს. ვგმობთ ყველა მსგავს ფაქტს და ძალადობას. მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდა ლაგოდეხის 26-ე ოლქის მეოთხე უბანზე. სოფელ მაწიმში, ამომრჩვლებმა მაჟორიტარული კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენში, ვერ აღმოაჩინეს ჩვენი კანდიდატი, რადგან ამ ოლქზე მიიტანეს დუშეთის კუთვნილი ბიულეტენები. დუშეთი არის ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც არ წარგვიდგენია კანდიდატი -5 ნომერი არ ფიგურირებს. გამოვიდა, რომ 38 ადამიანმა ხმა ლაგოდეხში დუშეთის ბოულეტენით მისცა. რეალურად ლაგოდეხში 2013 წელს მოგებული გვაქვს საპრზიდენტო არჩევნები და ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩვნებზე“, - განაცხადა ტუღუშმა და დასძინა, რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევის მიუხედავად კენჭისყრა მაინც გაგრძელდა. მისივე თქმით, „მსგავსი მანიპულაციები „ქართულ ოცნებას“ ვერ წაეხმარება“.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)