|
2016-10-08 14:46:18, 626 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი: ხმა მივეცი პარტიას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას, სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კახიშვილის განცხადებით, მან მხარი იმ პარტიას დაუჭირა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. „საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა დემოკრატია, სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, მე ზუსტად ამას დავუჭირე მხარი და ხმა მივეცი იმ პარტიას, რომელიც აღნიშნულს უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახიშვილმა და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით. სწორედ აქედან დგება შედეგი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მით უფრო მყარი არჩევანი და შედეგი დადგება, უფრო დასაბუთებული იქნება ხალხის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხმა თბილისში, ისნის რაიონში, N9 მაჟორირატულ ოლქში, N7 საარჩევნო უბანზე მისცა. (NS)
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)