|
2016-10-08 08:44:35, 766 ნახვა
პოლიტიკა
პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, დილის 6:00 საათზე გახდება ცნობილი
პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, დილის 6:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს მართავს. ბრიფინგები ორ საათიანი შუალედით ჩატარდება. ცესკოს ინფრმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. ასევე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. ინფორმაციისთვის, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც დღეს დაითვლება. არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება. რაც შეეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებას, მასში 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)