09:40 - 19 Jan, 2022
2016-10-03 15:45:43, 1365 ნახვა

პოლიტიკა
ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები - „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ პოლიტიკური ლანდშაფტის დომინანტ ძალებად რჩებიან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს  მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ  ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა.

მათი ინფორმაციით, სულ  საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა.

კვლევის ინტერესის  მთავარი საგანი იყო, თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის დასწრება.

ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება 30-42%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19-32%; სახელმწიფო ხალხისათვის 6-12%; პატრიოტთა ალიანსი 3-10%; თავისუფალი დემოკრატები 4-9%; რესპუბლიკური პარტია 2-7%; დემოკრატიული მოძრაობა 2-6%; ლეიბორისტული პარტია 1-5%.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ცნობით, ექსპერტთა გამოკითხვის მონაცემები ცხადყოფს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის დომინანტ ძალებად რჩებიან.

„ ეს იმის მიუხედავად, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით 2016 წლის ივნისამდე, ელექტორატის 57 პროცენტი გადაუწყვეტელი იყო, თუ ვისთვის მიეცა ხმა. თუმცა, სავარაუდოდ ასევე იმის გამო რომ პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალა არ გამოჩნდა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ ისევ ორ დომინანტ ძალაზე  – ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე – გადანაწილდება.

GIP-ის გამოკითხვის თანახმად, ქართული ოცნება არჩევნებზე 30-დან 42 პროცენტამდე რაოდენობის ხმებს მიიღებს. ექსპერტ რესპონდენტთა 75-მა პროცენტმა მმართველ პარტიას ხმების სწორედ ეს რაოდენობა უწინასწარმეტყველა. შესაბამისად, ექსპერტთა ვარაუდით, ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილს პირველ ადგილზე დაასრულებს.ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა უმრავლესობა 19-32 პროცენტს და შესაბამისად მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებს.

თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი რიცხვები უჩვენებს, გამოკითხვის თანახმად, არ არის გამორიცხული რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიღებული ხმების რაოდენობით ქართულ ოცნებას დაეწიოს ან მცირედით გაუსწროს კიდეც. თუმცა მოვლენების განვითარება მსგავსი სცენარით  ნაკლებად სავარაუდოა. ზოგადად აღსანიშნავია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ივნისი-ივლისის მსგავსს გამოკითხვასთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 4 პროცენტით არის გაზრდილი“,-აცხადებენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში, GIP-ას ინფორმაციით, შედარებით პატარა პარტიებიდან, ექსპერტები პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსს უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა მოსაზრებების ჯამური ანალიზი ალიანსს ხმათა 3-10 პროცენტს აკუთვნებს. შებამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატია.

„გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში შესვლის შანსს ინარჩუნებს ასევე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი – სახელმწიფო ხალხისათვის, რომელსაც ექსპერტებმა საშუალოდ ხმათა 6-12 პროცენტი უწინასწარმეტყველეს. თუმცა, აღსანიშნავია რომ გამოკითხვა 22-29 სექტემბერს ჩატარდა, ანუ სანამ ბლოკს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი გამოეყოფოდა. ასევე აღნიშვნის ღირსია რომ გირჩის გამოყოფამდე პარტია ასევე დატოვეს პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანამებრძოლებმა და ახალგაზრდული ფრთის ნაწილმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს ბურჭულაძის ბლოკზე აღნიშნული მოვლენები, თუმცა ყოფილი პარტნიორების გადინება სავარაუდოდ ბლოკის რეიტინგზე დადებითად არ აისახება. გირჩის გასვლით, ბლოკი სავარაუდოდ დაკარგავს თვით გირჩისა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მომხრეების ხმებს. მეორეს მხრივ, მოსალოდნელი არ არის რომ გირჩის გასვლის შედეგად ბლოკმა დამატებითი ხმები შეიძინოს, ვინაიდან გირჩის გასვლის მიუხედავად, საარჩევნო ბლოკში კვლავ რჩება გიორგი ვაშაძის ახალი საქართველო, რაც ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვას თავისთავად გამორიცხავს.

ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის პოპულარობის სავარაუდო კლება შესაძლოა დაეხმაროს სხვა პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში. თავისუფალი დემოკრატებს კვლევის მონაწილე ექსპერტები არჩევნებში ხმების 4-9 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამ მონაცემების მიხედვით, მათი შესვლა პარლამენტში გარანტირებული არ არის. გამოკითხული ექსპერტები კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით. მათი აზრით ყოფილი მმართველი პარტია არჩევნებში მხოლოდ ორიდან შვიდ პროცენტამდე ხმებს მიიღებს. დაახლოებით მსგავსი სურათი იკვეთება ნინო ბურჯანაძისდემოკრატიულ მოძრაობასთან მიმართებაშიც. ექსპერტთა აზრით ბურჯანაძის პარტია ხმათა მხოლოდ 2-6 პროცენტს მიიღებს. გამოკითხულთა აზრის თანახმად, საარჩევნო ბარიერს დიდი ვარაუდით ვერ გადალახავს ასევე ლეიბორისტული პარტია. ექსპერტები შალვა ნათელაშვილის პარტიას ხმების 1-5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამრიგად, ქართულ პოლიტიკურ სივცეში არსებული პარტიების ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად სრული ძალისხმევის მობილიზება მოუწევთ. თუმცა, თუ ბურჭულაძის ბლოკზე განაწყენებული ელექტორატის ხმები მათზე გადანაწილდება, ეს მათ პარლამენტში შესვლის შანსს დიდად გაზრდის“,-ნათქვამია GIP-ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 მათივე ცნობით, ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს, ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ.  „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი“,-განმარტავენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2022-01-18 13:56:39

„ომიკრონის“ სიმპტომები – რითი განსხვავდება ახალი შტამი „დელტა“ და სხვა ვარიანტებისგან

2022-01-18 12:05:50

ამირან გამყრელიძე – არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან როგორც სურდოს, ისიც იწვევს გართულებას

2022-01-18 12:02:04

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% „ომიკრონია“, ყველაზე მაღალი ინციდენტობა თბილისშია

2022-01-18 11:54:57

საკოორდინაციო – „ომიკრონის“ გამო, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არაა გაზრდილი

2022-01-18 11:47:13

თამარ გაბუნია - დადასტურებულია „ომიკრონის"​ 1 200-ზე მეტი შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია 14 პაციენტს დასჭირდა

ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics