|
2016-10-02 14:10:35, 722 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
‘’ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაურიც დაეწრო, რომელმაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა.„ქართული ოცნების“ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადაარჩნა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ხორციელდება C- ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა. პაციენტებს შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ თანამედროვე და ძვირადღირებული მედიკამენტები. ასეთი მედიკამენტებით 12 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა “ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. იოსებ მაკრახიძის თქმით კი, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება, შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან. ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, დაიხვეწება სამედიცინო პერსონალის დიპლომის შემდგომი განათლების სისტემა. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, საგრძნობლად გაზარდონ პერსონალის ანაზღაურება და მეტი თანხა მიმართონ განვითარებისკენ“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)