01:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 15:29:41, 663 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამოკითხვებს არ აწარმოებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის ჩატარების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია არანაირი სახის გამოკითხვებს არ აწარმოებს.

„სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.

საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამაბა სიმართლეს.

ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics