00:38 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:38:28, 688 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს დესტაბილიზაციისთვის, რომ გამოიყენოს

 „იცით, რომ სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული მოძრაობები უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიან, გაიმართა აქციები, ჩვენთვის კი  ეს პროცესი სრულიად მიუღებელია“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის აქციები და გამოსვლები არის მართული.

„მეორე თემა, რაზეც  თქვენი ყურადღება  მინდა გავამახვილო უკავშირდება, სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული მოძრაობების კამპანიას  უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ.  იცით რომ გუშინ და  გუშინწინ  აქციები იყო.  ეს  სრულიად მიუღებელი პროცესია ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია არის მართული, ვინაიდან ირიბად მოებას  თავი ჩვენს პარტიას და გუნდს. დიდი ხანი ვსაუბრობდი ჯერ კიდევ ამ საფრთხეებზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აფინანსებს გარკვეულ ჯგუფებს, ფაშისტურ და ნაცისტურ ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ორგანიზაციები სასურველ მომენტში დესტაბილიზაციის კერების შესაქმნელად გამოიყენოს. მკაფიოდ  და ხაზგასმით  ვამბობ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. მიგვაჩნია, რომ უცხოელი ინვესტორების უფლებები დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ექსპანსიაზე აჭარაში, ეს სრულიად სხვა თემაა, ხოლო უცხოელი ინვესტორების დაცვის საკითხი კი სხვა. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას. ჩვენ  არ ვერჩით თურქ ხალხს, ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა თემაზე. ეს თემა კი ეკონომიკური ექსპანსიის თემასთან არის კავშირში“,-განაცხადა  ირმა ინაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics