00:35 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:14:20, 721 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა

 “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ   ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო   ადგილობრივებისთვის შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებს,  საგზაო ინფრასტრუქტურის,სასმელი და სარწყავი წყლის საკითხების მოწესრიგებას. მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაბანეურის ტყე-ნაკრძალით სარგებლობის საკითხი.

გელა სამხარაულმა  არსებული მდგომარეობა შეაფასა და ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სოფლის განვითარების პერსპექტივებზე.

 „ჩემთვის პრინციპულია,არა მხოლოდ თქვენი სოფლისთვის,ზოგადად ახმეტელებისთვის ტყის რესურსით სარგებლობის უფლების დაბრუნება. მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქვს თავისი ბუნებრივ კლიმატური მახასიათებლები, რომლის სწორად დაგეგმვა- გამოყენების შემთხვევაში, მცირე მეურნეობებიც კი ოჯახებისთვის კარგი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენ დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics