|
2016-09-29 13:17:09, 652 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ
"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის უზენაესობა აღიაროს. "არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს თანამოქალაქეებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ კაცის მკვლელებსაც ცდილობენ, გამოიყვანონ და საზოგადოების წევრებად გახადონ. "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ, ან რაღაც უბედურება დავმართოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ კანონის უზენაესობა აღიარონ, რომ სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. ეს მოხდება არჩევნების მერე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ივანიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)