02:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 12:54:06, 687 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადაეცა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

 მისივე განმარტებით, აღნიშნული  თანხით დევნილებს მიეცემათ ძირითადად სოფელში გრანტები, რომლითაც მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის, ან ვენახის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის მოშენება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა.

„ ეს არის გრანტი, რომლის 80% დაფინანსდება ამ თანხიდან, ხოლო 20%-ს თვითონ დევნილები, ბენეფიციარები დააფინანსებენ, ძირითადად ეს არის განკუთვნილი მოწყვლად ოჯახებზე- ოჯახები, სადაც მარტოხელა მშობელი ზრდის მცირეწლოვან ბავშვებს, ან ჰყავთ შშმ პირები და მათთვის იქნება ეს დახმარება განკუთვნილი. გრანტები გაიცემა, თუ საუბარია 1 ოჯახზე 2500 ლარი, თუ საუბარია ჯგუფზე, 3, ან 4 ოჯახზე, ამ შემთხვევაში 5 000 ლარი, ეს არის მცირე გრანტები, რომელიც საკმარისია მცირე სასოფლო -სამეურნეო პროექტების წამოსაწყებად. დევნილებს შეარჩევს სპეციალური კომისია, რომელშიც იქნებაინ როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კრიტერიუმები - მარტოხელა მშობლის ოჯახი  მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახი შშმ პირის წევრით, პირველი და მეორე კატეგორიის, 25 წლამდე ახალგაზრდას ოჯახი, თუ მას არ ახლავს მშობლები, ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი, მაგალითად ბებია, ან ბაბუა უვლის ობოლ შვილიშვილებს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics