23:32 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 16:07:04, 757 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებებს.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვ ანალიზი. ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მაქსიმუმ ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში“.

 „სწორედ ამის გამო წუხან. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics