22:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 13:11:45, 653 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: რატომ მომიტანეს დაკითხვის უწყება მე და არა სხვა ირმას, ჩანაწერში ჩემი ხმაც კი არ ისმის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია, იმით რომ მას დაკითხვის უწყება მოუტანეს, რადგან, ნადირაშვილის თქმით, არსებულ აუდიოჩანაწერში მისი ხმაც კი არ ისმის.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ამ სისტემაზე მთავარი მართვა ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული.

„სუს-ს ვთხოვ უფრო სწორი ჩანაწერი, რომელიც ალბათ შენახული აქვთ, ის გამოაქვყენონ, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, ნამდვილად მე ვარ თუ არა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს თუნდაც ხმის ნიმუშის აღება. მაგრამ აქ მთავარი კითხვაა პასუხს გაუცემელი, როგორ ხდება ამ ჩანაწერების მოპოვება და გავრცელება, რატომ ხდება, რომ მთავარი მართვა ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ სისტემაზე აღებული”,- განაცხადა ბრიფინგზე ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას.

აქვე, ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციაში გადავა.

„ივანიშვილი უნდა შეეგუოს რომ 8 ოქტომბერს  ის გადავა ოპოზიციაში და უნდა გადავიდეს ყოველგვარი ხმაურის და დესტაბილიზაციის გარეშე. მე არ ვაპირებ მივიდე სუს-ში და ვიარო მის დერეფნებში, უწყებაში, რომლის მთავარი ამოცანა არა ქვეყნის დაცვა არამედ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა და თვალთვალია“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics