22:41 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:54:59, 714 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე კანდიდატს ფული შესთავაზა კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ და ის ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს "გამოაცხობს".

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ივანიშვილს და მის მთავრობას არჩევნები უკვე წაგებული აქვს და მათ ვერაფერი უშველით.

"მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის "დავერბოვკებული" წევრი, რომელმაც თქვა, ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად. რა თქმა უნდა ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის. ვერც 40 მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას , რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არცერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენ კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics