22:39 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:50:02, 713 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ არჩევნები გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპალრამენტში გამართულ დისკუსიაძე სიტყვით გამოვიდა.

პოლიტიკური დიალოგი თემაზე „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები“ ევროპარლამენტის წევრის, ანდრეას მამიკინსის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ გამოვიყენოთ დაგეგმილი არჩევნები როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების  შეფასებით შექმნილია თავისუფალი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო, ასევე, სამართლიანი და დაბალანსებული მედია-გარემო. იმისათვის, რომ იყო ძლიერი ხელისუფალი, უნდა შეგეძლოს დაპირების შესრულება, იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო-ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს. პატივისცემა თავისუფლებასავითაა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ  რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით დაფიქსირებულ პროგრესზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

პოლიტიკური დიალოგის პირველ სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, დისკუსიის მეორე ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების  განხორციელებისა და გამოწვევების საკითხების განხილვას დაეთმო. ღონისძიებაში, როგორც საქართველოდან, ასევე, ევროპარლამენტის მხარიდან, პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics