22:38 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 21:44:53, 687 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: მოვუწოდებთ ცესკო-ს, შეისწავლოს ყველა განცხადება და მოახდინოს მყისიერი რეაგირება

მოვუწოდებთ ცესკო-ს, შეისწავლოს ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს.

განცხადებაში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება", - ნათქვამია ჯანელიძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics