|
2016-09-27 16:17:15, 720 ნახვა
პოლიტიკა
კუკავა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ შევარდნაძისა და სააკაშვილის ნაცადი მეთოდები გამოიყენოს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, გლდანი- მუხიანის 22-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ შევარდნაძისა და სააკაშვილის ნაცადი მეთოდების გამოყენება გადაწყვიტა. კუკავას თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად ჩაშლილია. „პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია არის ჩაშლილი მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ ფულს იხდიან კოორდინატორებში. „ქართული ოცნების“ შეხვედრებზე არავინ არ გამოდის და სწორედ, ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად „ქართული ოცნების“ შტაბმა გადაწყვიტა, შევარდნაძისა და სააკაშვილის ნაცადი მეთოდების გამოყენება. მინისტრების ჩაბმა საარჩევნო კამპანიაში, მათივე დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომლებთან. თქვენ ალბათ გახსოვთ შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელი მინისტრები, როგორ დადიოდნენ სკოლებში და მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირათ მათთვის. შეგვიძლია წარმოგიდგინოთ, თუ როგორ დაჰყავს განათლების მინისტრს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და როგორ ახვედრებს მათ საშუალო სკოლის პედაგოგებს. ყველაფერთან ერთად ეს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. საარჩევნო კოდექსის მიხედვით იმ პირის ჩაბმას საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წარმოადგენს დაქვემდებარებულ პირს, ისჯება თავდაპირველად ადმინისტრაციული სასჯელით“,-განაცხადა კუკავამ. კუკავას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს განცხადებას შეიტანს. „ჩვენ დღეს განცხადება შეგვაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ვითხოვთ ცესკოსგან გამოკითხული იქნას ამ საქმეზე განათლების მინისტრი,ასევე სკოლის დირექტორი და აგრეთვე პედაგოგების ნაწილი, რომლებიც ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას“,-განაცხადა კუკავამ.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)