08:25 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:27:56, 1246 ნახვა

საზოგადოება
დისკუსია - „საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები „E5P“-ის ჩარჩოს ფარგლებში“ მიმდინარეობს

საერთაშორისო მულტიდონორული ფონდი  „E5P“ საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების და დაფინანსების გზები განხილვის მიზნით, სემინარს აწყობს.

დისკუსია თემაზე - „საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები „E5P“-ის ჩარჩოს ფარგლებში“ თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ახლახან გახდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) წევრი. „E5P“ არის მულტიდონორული საერთაშორისო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ენერგოეფექტურობის მიმართულებით ინვესტიციების წახალისებას. „E5P“ მხარს უჭერს პროექტებს მუნიციპალურ სექტორში სესხებთან ერთად გრანტით თანა-დაფინანსების მეშვეობით მონაწილე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB), სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO), სკანდინავიური საინვესტიციო ბანკი (NiB), გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) და მსოფლიო ბანკი (WB). ფონდის რესურსი დაახლოებით 170 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 20 მილიონი ევრო ფინანსური გრანტის სახით გამოყოფილია საქართველოსთვის. „E5P“ ფონდის კონტრიბუტორებს შორის უმსხვილესია ევროპის კავშირი 70 მილიონი ევროს თანადაფინანსებით. საქართველოს კონტრიბუტორებს შორის არიან: ევროკავშირი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, საქართველო, გერმანია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და აშშ.

სემინარის მიზანია საქართველოს მუნიციპალური კომპანიების ინფორმირება „E5P“-ის ფარგლებში შეთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაზიარება. ევროკავშირთან შედარებით საქართველოს ენერგო ინტენსივობა საშუალოდ 2,5-ჯერ მაღალია. საქართველოს აქვს თითქმის ყველა სახის განახლებადი ენერგიის უზარმაზარი რესურსი და მისი შენახვის აუთვისებელი შესაძლებლობები.  აგრეთვე შესაძლებელია „E5P“ ფონდმა გრანტები გასცეს ნარჩენების მართვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ პროექტებზე.

სემინარში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, მუნიციპალური კომპანიების და „E5P“-ში მონაწილე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, საელჩოებისა და დონორი ქვეყნების, აგრეთვე ევროკავშირის, როგორც ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორის საპატიო წარმომადგენლები.

Е5Р ფონდის მენეჯერი, ანდერს ლანდი აცხადებს, რომ სემინარი უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობის პრობლემების გააზრებასა და ამ პრობლემების მოგვარებას სექტორის ძირითადი წარმომადგენლების ჯგუფში.

ფინანასთა მინისტრის მოადგილის დავით ლეჟავას განცხადებით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი დაფინანსების მიღება არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

„ჩვენ ვიწყებთ წინსვლას და ვიმედოვნებთ, რომ „E5P“-ის მიერ გამოყოფილი რესურსები გაიზრდება. „E5P“-თან თანამშრომლობა მომენტალურად გაზრდის მსგავს პროექტებზე მოთხოვნას. მოთხოვნა საკმაოდ დიდია საქართველოს მუნიციპალიტეტების მხრიდან და მათთვის დონორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უკვე მრავლად აქვთ წარმოდგენილი პროექტის იდეები, ჩვენ კი  მათ შორის საუკეთესოებს შევარჩევთ“, - განაცხადა დავით ლეჟავამ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის თანამეგობრობა - „E5P“ არის 170-მილიონიანი მულტიდონორული ფონდი, რომელიც ევრობანკის მიერაა ორგანიზებული და განკუთვნილია ენერგოეფექტურობის ინვესტირებისთვის საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. „E5P“ ჩამოყალიბდა შვედეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წელს, როდესაც  შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. ფონდი უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ენერგოეფექტურობის მიმართულებით ინვესტიციების წახალისებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის, სკანდინავიის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით.

„E5P“-ის კონტრიბუტორები არიან: ევროკავშირი, სომხეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, გერმანია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა და აშშ. „E5P“-ის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ევროკავშირი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics