|
2025-02-05 11:25:03, 405 ნახვა
საზოგადოება
საია - ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება მოამბის წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისა და წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ ნაცვლად საზოგადოების მსახურებისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი “ქართულ ოცნებას” ემსახურება. „გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბის” წამყვანი. ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, აქციები იმართება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოთხოვნით: შეასრულოს მაუწყებელმა თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მოთხოვნას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც უერთდება. არაკონსტიტუციურია “ქართული ოცნების” მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა მაუწყებლის თავისუფლებაში დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით, რასაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ვხედავთ, ხოლო, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული რეპრესია ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამასთან, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შექმნან გარემო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოჩინდება როგორც ინფორმაციის გავრცელების სანდო წყარო, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და დააკმაყოფილებს ეთიკისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს, თუმცა, განსაკუთრებით მიმდინარე აქციებისა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ როლს არ ასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება “ქართულ ოცნებას”,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში | თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
მალიში ჯიჰადისტებმა საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს გოგონა TikTok ვიდეოს გამო
13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ორი დიდი არაბული ქალაქის მშენებლობა, მიგრაციის ზრდაზე არ იმოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რას ცვლის ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა ევროპაში
ოცნების რეჟიმის დაპირების მიუხედავად ფასები პროდუქტზე დრამატულად იზრდება
ომი უკრაინაში
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
სუმის მახლობლად რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან დეზერტირებისა და მომზადების ნაკლებობის გამო, - ISW
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)