10:50 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 17:08:32, 652 ნახვა

ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის

„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს აანონსებს. ყველაზე დრაკონული ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე განსაზღვრაა.

ცნობისთვის, რუსეთში ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღეა. ბელორუსში 25 დღე. „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერადაც არაადეკვატურობის ყველა რეკორდი მოხსნა და საზოგადოებას პირდაპირ დაემუქრა ციხეში ამოლპობით. მამუკა მდინარაძის პარანოიდალური განცხადების ფონზე კი ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატირობა მიუსაჯა.

ადმინისტრაციული პატიმრობა რუსეთში 30 დღე

რუსეთში ადმინისტრაციული პატიმრობის გაზრდა პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული ალექსეი ნავალნის ადმინისტრაციული პატიმრობების შემდეგ მოხდა.

რუსეთში უფლებადამცველებმა დაფიქსირეს ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეობის გამო დაპატიმრებების მკვეთრი ზრდა. 2018 წელს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლით (შეკრების, მიტინგის, აქციის, მსვლელობისა თუ პიკეტის მოწყობის ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა) ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა 448 მომიტინგეს. ერთი წლით ადრე, 167 საქმეზე დაკავების ბრძანება გაკეთდა.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლით ბრალი 2018 წელს სულ 3412 პირს წაუყენეს -. 2718 შემთხვევაში დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 448 შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 243 შემთხვევაში იძულებითი სამუშაო.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 14 თებერვლამდე რუსეთში და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მოხდა 19 855 დაპატიმრება ომის საწინააღმდეგო პოზიციებისთვის. ყველაზე მეტი ადამიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან და მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე დააკავეს. 709 შემთხვევაში დაკავების თარიღი ვერ დადგინდა.

საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობაში 2022 და 2023 წლებში პოლიტიკური საქმეები აღიძრა ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის. 2022 წელს OVD-Info-მ მოახერხა მსგავს საქმეებში 489 ბრალდებულის იდენტიფიცირება, ხოლო მთელი 2023 წლისთვის 342. 2024 წლის დასაწყისში ცნობილია 15 ბრალდებული (სულ სამი კალენდარული წლის განმავლობაში 848 ბრალდებული იყო).

სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლებთან შედარებით, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის ბრალდებულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელს 473 იყო, 2022 წელს უკვე 732 იქნება.

OVD-Info აღნიშნავს, რომ 2023 წელს, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლი („ტერორიზმის მოწოდება ან გამართლება“) უფრო ხშირად დაიწყო გამოყენება ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის:

ამრიგად, ტერორიზმის გამართლებად ითვლება კომენტარების დამტკიცება სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების დაწვის, ყირიმის ხიდზე აფეთქებების ან აფეთქებების შესახებ, რომლებშიც დაიღუპა ან დაშავდა რუსი პროპაგანდისტები; კომენტარები დრონების თავდასხმებზე, ასევე ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე. ასევე გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსის 280.4 მუხლის („სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საჯარო მოწოდებები“) საქმეების რაოდენობა, მაგალითად, მოწოდებები რუსეთის მოქალაქეების მიმართ, გაატარონ საპროტესტო აქციები უკრაინაში ომის წინააღმდეგ და ჩაშალონ „მობილიზაციის აქტივობები“. მიჩნეულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირები - არ მიდიან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში, რუს ჯარისკაცებს - ჩაბარდებიან პროექტის "მე მინდა ვიცხოვრო".

რუსული კანონის „ქართული ოცნების“  უფრო მკაცრი ანალოგი

ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.

წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და მათი შეურაცხყოფისათვის სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, კერძოდძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.

იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5-დან 6 წლამდე.

ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობისარაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, ეს კონკრეტული გარემოებები გადადის დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი

იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ აქამდე გინება ისჯებოდა, ახლა - შეურაცხყოფა დაისჯება. კაფეებში და აეროპორტებში რომ ადგებოდნენ, ეგ აეწვათ - ახლა თუ მიხვალ და ეტყვი, რომ კორუმპირებულია, ან რომ რუსეთიდან იმართება, ან რომ კონსტიტუციას უღალატა, ამისთვისაც 60-დღიანი პატიმრობა იქნება.

„ვისაც რუსეთში გაღვიძებაზე გეცინებოდათ, აწი იცოდეთ, რომ ცემა და ჯარიმა კი არა, ციხეც გემუქრებათ, თუ მამუკა მდინარაძეზე, ზვიად ხარაზიშვილზე, ან ზოგადად ამ კანონების დამწერ-მხარდამჭერ-ხელისმომწერ ნაბიჭვრებზე ცუდის თქმას გაბედავთ. განა გინებას? არა, თუნდაც მისთვის კორუმპირებულის, ან კონსტიტუციის მოღალატის დაძახებაზე იქნება 60-დღიანი პატიმრობა.

და შემდეგ, თქვენი დაკავებისას, ისინი წყნარად იკითხავენ: რა პრობლემაა, რამე კანონი დაირღვა? - ამბობს საბა ბრაჭველი.

„ოცნების“ წარმოამდგენლების ინიციატივა უპრეცედენტოა, არამც თუ დემოკრატიულ ავტორიტატულ და დიქტატორულ რეჟიმებში ძნელია ანალოგის პოვნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
კონგრესმენი კევინ ჰერნი - თავისუფლება მზია ამაღლობელს
პაპუაშვილი - ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics