|
2016-09-19 13:20:15, 1116 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 11 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, საცხოვრებელი ფართების შეძენის მიზნით ხელშეკრულება კიდევ 9 ეკომიგრანტ ოჯახს გაუფორმდა, მიმდინარე კვირას ბინები ჯამში 11 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115 საცხოვრებელი სახლი/ბინა შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „პროგრამის განხორციელება გრძელდება, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილებით, დამატებით, 25 ეკომიგრანტი ოჯახის მიერ ფართების შესაძენად წარმოდგენილი დოკუმენტაცია გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დაახლოებით 20 ოჯახს გაგზავნილი აქვს შეთავაზება სახლების მოძიების თაობაზე. 9 ეკომიგრანტ ოჯახს კი ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართების გადაცემის თაობაზე უახლოეს პერიოდში გაუფორმდებათ. 8 ოჯახს ბინები უკვე გადაეცემული აქვთ. გარდა აღნიშნული პროგრამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. „სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციით, ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცემათ სოციალურ სახლებში. 2013-2016 წწ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 211 ოჯახს. ამავე კომისიის რეკომენდაციით 2013-2016 წწ 1 679 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ფინანსური დახმარება - 2,863,704 ლარის ოდენობით - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/გადატანა/აღდგენისათვის არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)