|
2016-09-17 12:05:23, 1543 ნახვა
სამართალი
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი დაკავების დროს უფლებების დარღვევაზე საუბრობს
ქრთამის აღებაში ბრალდებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი ზაზა ჭელიძე დაკავების დროს მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ჭელიძის განცხადებით, მისი უფლებები დაკავებისას დაირღვა, რადგან როგორც ჭელიძე ამბობს, ის სამართალდამცავებმა სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანის ნაცვლად დაკავებულ მდგომარეობაში მანქანაში იმყოფებოდა. ჭელიძის ადვოკატი დაკავებულისთვის 25 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვს. ადვოკატის თქმით, გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდება. "პირის დაკავების შემდეგ კანონის თანახმად ის უნდა გადაიყვანონ პოლიციის უახლოეს შენობაში. სადაც მე დამაკავეს იქვე იყო პოლიციის განყოფილება, თუმცა მე იქ არ წავუყვანივარ. ასევე ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს სუს-ის რეგიონული სამმართველო, სადაც ასევე შეეძლოთ წავეყვანე. წამიყვანეს კიდეც თუმცა შენობაში არ შევუყვანივარ, მანქანაში ვიჯექი. აქედან გამოდინარე დაირღვა ჩემი უფლებები", - განაცხადა ზაზა ჭელიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს, ვინაიდან, პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით,, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)