09:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 11:33:27, 973 ნახვა

პოლიტიკა
"მრეწველებმა" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად ჯემალ გახოკიძე წარადგინეს

პარტია "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" გლდანის რაიონში, მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, წარდგენა გლდანში, ვეკუას 6 ნომერში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ზურაბ ტყემალაზემ და გოგი თოფაძემ 16:00 საათზე მოსახლეობას ჯემალ გახოკიძე წარუდგინეს. 

კანდიდატმა ამომრჩევლებს მისი სამოქმედო გეგმა გააცნო. გახოკიძის თქმით, გლდაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომელსაც, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოაგვარებს.

როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტში გლდანის მცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს.

წარდგენას ათობით ადამიანი დაესწრო. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics