|
2016-09-15 17:40:38, 999 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გორგილაძე: შევეცდებით, არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ
„პროგრამები, რომელიც 2016 წელს წარმატებით მუშაობს, 2017 წელსაც გაგრძელდება. შევეცდებით, არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - ამის შესახებ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ლევან გორგილაძემ „ექსპრესნიუსთან“ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზე, პროგრამებზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბატონო ლევან, რა იქნება თქვენი ძირითადი პრიორიტეტები? - ზოგადად, პრიორიტეტები ძალაში რჩება. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ლტოლვილთა და ეკომიგრანტთა საკითხები. აქედან გამომდინარე ეს პრიორიტეტები რჩება უცვლელი. ის პროგრამები, რომლიც 2016 წელს წარმატებით მუშაობს, ასევე 2017 წელსაც ბოლომდე გაგრძელდება. 2017 წლის პროგრამებზე უკვე ვიმუშავეთ, რა თქმა უნდა ამ პროგრამებში გარკვეული სიახლეები არის. რაც შეეხება გუნდს, მე ამ გუნდთან დიდი ხანია ვმუშაობდი, მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ ძალიან წარმატებულია. ასე, რომ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სამომავლოდ პროგრამები იზრდება, ბიუჯეტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. პროგრამები რაც უფრო დიდია, უფრო სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ამიტომ შევეცდებით, რომ არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. როგორ ფიქრობთ პრობლემები რა მიმართულებით იკვეთება ? - ძირითადი პრობლემები არამარტო ჩვენთან, ზოგადად ქართულ მედიცინაში არის ამბულატორიულ პირობებში სამკურნალო პრეპარატების დაფინანსება, რომელსაც არცერთი პროგრამა არ აფინანსებს. მხოლოდ კერძო კომპანიები, ისიც ნაწილობრივ აფინანსებენ. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გვაქვს სამუშაო, რომ გარკვეული საკითხები გადაწყდეს ამბულატორიულ მკურნალობაში. ასევე, რა თქმა უნდა პრობლემური თემაა ეკომიგრანტთა დაკმაყოფილების საკითხი. რასაკვირველია , ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე რასაც ვხედავ მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში საპენსიო სისტემის დახვეწა. აუციელებელია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, მოგეხსენებათ რა მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას, ასევე მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის საკითხი. სტაციონარული მკურნალობის ხარჯებით მოსახლეობა თითქმის დაზღვეულია. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია 2017 წლის პროგრამების მომზადება და წარდგენა, რომ განიხილოს მთავრობამ და ბიუჯეტი დამტკიცდეს იმ ფორმით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.
თაკო მაქაცარია
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)