|
2016-09-15 13:29:51, 747 ნახვა
რეგიონი
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 25-27 სექტემბერს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2011 წლიდან ტარდება ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. აჭარის ტურიზმის დეპრატმანეტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. მათივე ცნობით, ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექვსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური. 27 სექტემბერს კი, სოფელ შუამთის სათვალთვალო პლათფორმასთან მოხდება ფესტივალისა და 2016 წლის ფრინველთა გადაფრენის შედეგების შეჯამება და სტუმრებისთვის გაცნობა. „ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის, რის გამოც ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აღნიშნული ფესტივალისთვის ჩვენ მოვაწყვეთ სატვალთვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა სოფელ შუამთაში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ იმ საოჯახო სახლების განვითარებას, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან სოფლებში მდებარეობს. ტურიზმის ამ სახეობას კი, რომელიც აჭარაში ფეხს იდგამს პოპულარიზაციას ვუწევთ როგორ შიდა ასევე უცხოურ ბაზრებზე ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო რგოლების შესაბამის თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებით,“ განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზენტაციისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. მას მიმდინარე წელს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება (SABUKO) უწევს ორგანიზებას, რომლის ხელმძღვანელსაც წელს, აჭარაში გადამფრენი ფრინველების დასცვის მიზნით გაწული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა. ფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. (NS)
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)