|
2016-09-14 17:41:34, 702 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ერთადერთი ვისაც ჩანაწერის გამოქვეყნება აწყობდა „ნაციონალური მოძრაობაა“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანი, საზოგადოებაში და საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამასთან, როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანი საზოგადოებაში და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურისთვის ჩრდილის მიყენებაა. „ამ ჩანაწერის გამოქვეყნების ერთ-ერთი არსი სწორედ ის იყო, რომ მოსმენებთან დაკავშირებით შეკითხვა დასმულიყო. დილიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ეუთო-ს წარმოამდგენლებთან და დამკვირვებლებთან მქონდა შეხვედრები. რასაკვირველია, პირველი რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ საქართველოში მაღალი სტანდარტების მქონე წინასაარჩევნო ვითარებაა. ამ ფონზე იმ ჩანაწერის გამოტანა, რომელიც იმას ამტკიცებს, რაც ყველამ იცოდა. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური მოღვაწე, ხოლო პაატა ბურჭულაძე „ნაციონალების“ მოკავშირეა. პაატა ბურჭულაძე, რომ ახალგამოჩეკილი „ნაციონალებზე“ დაქვემდებარებული პოლიტიკოსია, ეს არ ვიცოდით. ერთადერთი ვისაც ასეთი ჩანაწერის გამომჟღავნება აწყობდა „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ საზოგადოებაში და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურისთვის ჩრდილის მიყენებაა. ვფიქრობ, ეს მისია შეუსრულებელია. გამიკვირდა, ამის პარალელურად, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული ფასეულობების დასაცავად აქციების გამართვას აპირებს. თითქოსდა საქართველოში ამ ფასეულობებს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნას გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)