|
2016-09-14 15:10:52, 600 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: ფარული ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს. კაპანაძის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯებით ხელისუფლება და სუს-ი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. „სუსი-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რომელშიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული, სკანდალური არაფერია. თუმცა ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახური დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელს ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უსმენს, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ჩანაწერი იმ ვებ-საიტზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუსის ჩარევა პოლიტიკურ მოვლენებში აქამდეც იყო და ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ორი წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს. ჩვენ ვნახეთ ბურჭულაძის განცხადება, რომ მას სუსი უთვალთვალებს. იყო სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებებიც ამავე თემაზე. როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. შესაბამისად, ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუსი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ჩვენ პოლიტიკურ ძალას კონკრეტული გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ სუსის გაუქმება იქნება, რადგან პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს ამ ქვეყნაში“,-განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, დღეს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)