|
2016-09-14 12:13:24, 711 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაზე: პრობლემა გვაქვს არა ჩვენ, არამედ მათ, ვინც ჩვენს კანდიდატურებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს "მრეწველები" აცნობენ. "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრებენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება და, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო. "როგორც იცით, უპრეცედნეტოდ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-ს თავმჯდომარემ. საქმე პირველი ინსტანციის სასმართლოში მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე ინსტანციაზეც იგივე შედეგი დადგება. ეს გადაწყვეტილება ემსახურება საარჩევნო კამპანიის შეფერხებას, რომ ნერვები ვინმეს უმტყუნებს. არც ნერვები გვიმტყუნებს, ვერც სასამართლოში მოგვიგებს და არჩევნებზეც წავალთ კიდევ ბევრი რამეა თამარ ჟვანიას "დამსახურება" და ამაზე შემდგომ ვილაპარაკებთ. პრობლემა გვაქვს არა ჩვენ, არამედ მათ, ვინც ჩვენს კანდიდატურებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს. უნდათ, რომ კანდიდატურები მოხსნან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ მოხსნიან", - განაცხადა ტყემალაძემ. მისივე თქმით, ამ თემის გარდა, საუბარი სხვადასხვა რაიონებსა და რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც იქნება. "მექნება ქუთაისთან და ქარელთან დაკავშირებით საუბარი. ჩვენს კანდიდატებზე გარკვეული ზეწოლაა, უნდათ ეს კანდიდატები მოხსნან, მაგრამ ვერ მოხსნიან", - განაცხადა ტყემალაძემ. კითხვაზე ვინ ახორციელებს ზეწოლას, ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ინფორმაციას ეტაპობრივად გაიგებენ. ცნობისთვის, ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს "მრეწველები" აცნობენ.
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)