|
2016-09-14 12:00:13, 586 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფლების ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი პრობლემების მოსმენა იყო. შეხვედრისას მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. შეხვედრების დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ვაზისუბანში გოჩა კობახიძის, ხოლო ველისციხეში სოფო ყავალაშვილის ოჯახები მოინახულა. გოჩა კობახიძეს ზურგის ტვინის სიმსივნე აქვს, იგი 12 წელია, ლოგინადაა ჩავარდნილი და დახმარებას დაპირდა. სოფო ყავალაშვილი კი, მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტია. მან ქვეყნის მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. დავით სონღულაშვილმა მას მიღებული შედეგი მიულოცა და წარმატება უსურვა. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფოს მსგავს ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წარმატების მიღწევაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ შეეძლოთ თვითრეალიზაცია, ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. ნათელი მომავალი ახალგაზრდების განვითარებაშია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. (NS)
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)