|
2016-09-14 09:09:44, 1241 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა. შს მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას. ბრძანების მიზანია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები. ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით. შს მინისტრის ბრძანება ძალაში უკევ შევიდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)