09:58 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 17:46:49, 585 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური ტირძნისის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დასაქმების პროგრამაზე, საპენსიო და განათლების სისტემების რეფორმაზე ისაუბრა.

 „ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის სწარფი განვითარებაა. სოფლის მეურნეობა კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ’’ კანონის მიღების საფუძველზე შეიქმნა სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებას, გაგრძელდება მუშაობა ფერმერთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად“,-აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. მანვე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. „ასეთი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics