|
2016-09-12 13:08:07, 688 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ
,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის, ხერთვისის, ტოლოშისა და აწყვეტას მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება. ,,მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მისივე თქმით, ,,ქართული-ოცნება“ დღეს არის ფავორიტი პოლიტიკური პარტია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ამასთან, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარძიის მახლობლად , ვანის ქვაბებში მდებარე მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვას დაესწრო. თავის მხრივ, ამომრჩეველთან შეხვედებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე. ამჯერად იგი შევჩენკოს პირველი ჩიხის, შევჩენკოს მეორე ჩიხის,თამარაშვილის 41-41ა, თამარაშვილის 6-8 და თამარაშვილის 2-4 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. „საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა “,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ. (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)