|
2016-09-12 12:21:12, 659 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე მესტიის 12 სოფელსა და „თეთნულდის“ კომპლექსს ესტუმრა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე მესტიის 12 სოფლის, მათ შორის უშგულის, იფარისა და წვირმის მოსახლეობას შეხვდა. გოჩა ენუქიძემ მიმდინარე პროექტებსა და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენი სამომავლო ინიციატივები მთლიანად ადამიანის ღირებულებებსა და მის კეთილდღეობაზეა დაფუძნებული. ჩვენთვის უმთავრესი თქვენი, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებებია. ჩემთვის მიუღებელია ყალბი დაპირებები! რეფორმები და ცვლილებები, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევით მიიღწევა, თითოეული ოჯახისათვის დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ინფრასტრუქტურული პროეტები გავრცელდება მთელს რეგიონში, ძირითადი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იქნება“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. მან ადგილობრივი მოსახლეობის საჭირბოროტო და სასწრაფოდ მოსაგარებელი საკითხები ჩაინიშნა, რათა მიმდინარე საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებით წარსგეს. „მთის ხალხს შემოსავლიანი და წარმატებული პროექტები, ძლიერი ხელი სჭირდება! მიგულეთ თქვენს ხმად პარლემანტში, გავაძლიეროთ ერთმანეთი და მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. ადგილობრივმა მოსახლეობამ პარტიის პროგრამის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და სიახლეები პოზიტიურად აღიქვა. ამასთან, გოჩა ენუქიძე „თეთნულდის“ კომპლექსს ესტუმრა, დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და პროექტის მსვლელობას დეტალურად გაეცნო. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, დახურული საბაგიროს მეშვეობით, სამთო-სათხილამურო კურორტის დაკავშირება მულახის თემში გაერთიანებულ ხუთ სოფელთან, რაც ამ სოფლების ტურისტულ ზონებად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აქ შესაძლებელი გახდება სასტუმრო და საკვები ინფრასტრუქტურის, ე.წ. სასტუმრო სახლების განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, გაკეთდება რამდენიმე სასტუმრო, რათა კურორტის განვითარებას ბიძგი მიეცეს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ “თეთნულდზე” უკვე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით 3 საბაგირო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. „იგეგემება დამატებით საბაგიროს გაკეთება, რომელიც სოფელ მულახიდან “თეთნულდის” ბაზას დააკავშირებს. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე “თეთნულდის” კურორტს დააკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.ეს სამთო კურორტი შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს, სადაც 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს იქნება აქაური მოსახლეობის შემოსავლის და დასაქმების წყარო, რადგან ახალი სამთო კურორტი მოიზიდავს დამსვენებელს, ქართველ, თუ უცხოელ ტურისტებს, რადგან შესაფერისი კლიმატი და სათხილამურო პერიოდი 6-7 თვემდე გრძელდება. თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია“,- აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)