|
2016-09-12 09:55:01, 860 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. „ მთავარია ერთობა ერთსულოვნება და თქვენი გვერდში დგომა, სხვანაირად წარმოუდგენელია ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება, განსხვავებული ინფრასტრუქტურით, განსხვავებული შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საბოლოოდ იგრძნოს კეთილდღეობა, ყველა ცენტრალური ავტობანი, სოფლის გზები იქნება დასრულებული, ეს ყველაფერი გვაძლევს საქაართველოში, დაახლოებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას, ეს რეალური გეგმაა, რასაც აუციულებლად განვახორციელებთ. ჩვენ არ გვინდა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ისე, რომ ვინმეს დედა, მამა იყოს დაჩაგრული, ეს არცერთი პატარას ცრემლად არ ღირს, ეს საქართველოში არასდროს განმეორდება, ჩვენთვის კანონი უზენაესია.“- განაცხადა კახა კალაძემ. მომავალი საქმიანობის და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. „ჩვენ მოსახლეობას დავპირდით სახლების დაკანონებას და ეს შესრულებულია, შევპირდით საბავშვო ბაღის მშენებლობას და შენდება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას დავპირდით და ისიც მოწესრიგდა. ვეტერანებს ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ვპირდები მათ, რომ ჩემი პარლამენტში შესვლისთანავე შევიტან კანონპროექტს, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, თქვენ ხართ ხალხი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის, თავისუფლების ფასი. დღეს უფრო მეტად ძლიერები ვართ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თანადგომას და მჯერა თქვენი მხარდაჭერის.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)