|
2016-09-10 17:25:45, 707 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძემ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. „გასულ წლებში ჩვენ ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე, კიდევ უფრო აქტიური როლი ვითამაშო. „ქართული ოცნების“ მიზანი ჩვენი მოსახლეობის ღირსეული დასაქმება, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მეტი ზრუნვა, მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების უფრო სწრაფი განვითარებაა, იმ ყველაფრის სწრაფი გაგრძელება და თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანაა, რასაც გეგმაზომიერად ვახორციელებდით. კარგად ვიცი თითოეული დაპირების ფასი და ისიც, თუ რა მნიშვნელოვანია თქვენთვის, გყავდეთ საიმედო დასაყრდენი პარლამენტში“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ. შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატს კითხვებით მიმართეს და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები მოიწონეს. „ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი მხარე და ერთად შევქმნათ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა”, -აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)