|
2016-09-10 16:56:46, 643 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ
საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. საქართველოს პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც უნივერსიტეტში, მედია მიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე - საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთერთი უმთავრესი ინსტიტუტის, პარლამენტის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია" შესახებ ესაუბრა - საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა. ,,მე მიმაჩნია, რომ როცა საარჩევნო უბნებთან მივალთ შედეგად მივიღებთ არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს. როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმები, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ. ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი, რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის რაც მე როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს უმთავრეს მოთხოვნად მაქვს ჩამოყალიბებული. თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლექციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)