|
2016-09-10 11:32:53, 623 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებენ
,,დარწმუნებული ვარ, ირინე იმერლიშვილიდა გიორგი კვერენჩხილაძე, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არამხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, როგორც მაღალი კვალიფიკაცია, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ და მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ემსახურნენ სამშობლოს. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის აღნიშნული ინსტიტუტის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მე ვფქირობ, რომ ის შეცდომები, ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი, მაგრამ სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი. მე ვხედავ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)