21:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 14:30:13, 715 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ბრიფინგს გამართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგი უწყებაში 15:00 საათზე გაიმართება.

კალაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გააკეთებს განცხადებას. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ  საარჩევნო სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics