|
2016-09-08 17:42:25, 747 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: გვაქვს რესურსი, ბრიუსელის სამიტამდე ვარშავის სამიტის მიერ მოცემული შესაძლებლობები ავითვისოთ
„ბრიუსელის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ ვარშავის სამიტისგან მოცემული შესაძლებლობები ავითვისოთ“,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ვარშავის სამიტმა ჩვენ მოგვცა რეალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესაძლელობები, ასევე უფრო ახლოს მივდეთ NATO-სთან. არაერთი ქვეყანა კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს ჩვენთვის დახმარების თვალსაზრისით, ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც საუბრობენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და რეფორმების მხარდაჭერაზე. ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამ სახელმწიფოებს. ბრიუსელის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები ავითვისოთ, რაც ვარშავის სამიტმა შეგვიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ვარშავის სამიტის შედეგია - ეს არის შინაარსობრივი დისკუსია შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა ბრიუსელის სამიტისთვის მომზადება დაიწყო. „რაც უფრო მეტ რეფორმებს ახორციელებს საქართველო, მით უფრო მეტს ვიხილავთ სქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამიტზე და საქართველოს მოძრაობას ალიანსის გზაზე. გააგრძელეთ ის, რასაც ახორციელებდით რეფორმების გატარების თვალსაზრისით”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)