|
2016-09-08 17:27:12, 656 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: თურქეთი ღირებული მოკავშირეა, სადაც ვხედავთ სერიოზულ სარგებელს როგორც მათთვის, ისე ალიანსისთვის
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთის მიმართ ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს შეკითხვა დაუსვეს, რომ თურქეთში არის კამათი, აქცევს თუ არა საკმარის ყურადღებას ნატო თურქეთს და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ალიანსი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი ძალიან ღირებული მოკავშირეა, სადაც ხედავს სერიოზულ სარგებელს როგორც მათთვის, ისე ალიანსისთვის. ნატო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, ალიანსი თურქეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს: „პრესკონფერენციის შემდეგ მივემართები თურქეთში, ანკარაში. ეს იქნება მე-5 ვიზიტი გენერალური მდივნის რანგში. რატომ ვეწვიე თურქეთს ამდენჯერ? იმიტომ, რომ თურქეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე, ერთ-ერთი წამყვანი მოკავშირე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და იმ არეულობასთან ახლოს მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ადგილი აქვს ერაყსა და სირიაში და კიდევ ერთხელ ვაჟღერებ, ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას თურქეთის მოსახლეობისადმი და თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტებისამდი. თურქეთი გახლავთ ღირებული ძირითადი მოკავშირე, სადაც ვხედავთ სერიოზულ სარგებელს როგორც თურქეთისთვის, ისე ალიანსითვის და შემდგომში ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ იმ ურთიერთობას, რომელიც დამყარებული გვაქვს თურქეთთან. ნატო უზრუნველყოფს თურქეთის მხარდაჭერას, როგორც ალიანსის წევრისთვის. ჩვენ გავზარდეთ სამხედრო ყოფნა თურქეთში და გავზარდეთ ჩვენი სამხედრო საზღვაო სივრცეში ჩვენი მონაწილეობა. დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემების გადასროლა მოვახდინეთ, რათა გაგვეძლიერებინა თურქეთის თავდაცვის სისტემები შესაძლო სარაკეტო საფრთხეების გათვალისწინებით. რისი გაკეთება ძალუძს ნატოს დამატებით? განხილვისას თურქეთის მხარესთან ხაზს გავუსვამ, რომ გავაძლიერეთ სამხედრო საზღვაო ძალები შავი ზღვის რეგიონში, გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტურების გვერდზე დგომას. ჩემი ვიზიტი თურქეთში კიდევ ერთხელ ხას გაუსვამს, რომ თურქეთი გახლავთ ძლიან სერიოზული მოკავშირე ნატო-სთვის“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)