|
2016-09-08 14:28:13, 1284 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილმა ქართული ვერ ისწავლა და „რესპუბლიკელებს“ ინტელექტს უწუნებს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თუ კოალიციის დასუსტებაში იგულისხმება ის, რომ „რესპუბლიკელები“ თავისი გამოსვლებით „ოცნების“ წევრებს ჩრდილავდნენ, ეს „რესპუბლიკელების“ ბრალი არაა. როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სანამ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში იყო, „რესპუბლიკელები“ საკუთარი ძალებით გაერთიანებას აძლიერებდნენ. "თუ ვინმემ იტყვის, რომ თინათინ ხიდაშელმა ნატო-თან მიმართებაში საქართველოს პოზიციები დაასუსტა, ის იქნება მატყუარა ან უსინდისო. ჩვენ ჩვენს რესურს კანონშემოქმედებით საქმიანობაში სერიოზულად ვიყენებდით. ჩვენს რესურს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით ვიყენებდით და ჩვენს რესურს პარლამენტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ვიყენებდით. თუ კოალიციის დასუსტებაში იგულისხმება, რომ ჩვენი გამოსვლებით „ქართული ოცნების“ სუსტ პოლიტიკურ ფიგურებს ვჩრდილავდით, ეს ჩვენი ბრალი არაა. „ოცნებაში“ ლაპარაკი 2-3-მა კაცმა იცის. „რესპუბლიკურ პარტიაში“ ფრაქციაში ათი კაცი ვიყავით და ათივემ ვიცით ლაპარაკი. კამერები რომ გამოჩნდებიან იციან, რომ პირველ რიგში კითხვა „რესპუბლიკელს“ უნდა დაუსვან. მოისმინეთ, რა ქართულით საუბრობს „ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი. ნახევარი არ ესმის ნახევარ საქართველოს. კაცმა ლაპარაკი ვერ ისწავლა და“რესპუბლიკელებს“ ინტელექტს უწუნებს. ეს ყველა საზღვარს გადაცდა. გასაგებია, რომ ივანიშვილს რაღაც დამსახურება აქვს, მაგრამ ახლა ამ დამსახურებაზე მეტს ითხოვს. ჩვენ ვიყავით იდიალური პარტნიორები. ჩვენ თუ „ოცნებას“ ვაკრიტიკებდით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი გაძიერებულიყვნენ. რაც არ გკლავს ის გაძლიერებს - თქვა ნიცშემ. სწორედ ნიცშეს ექსპერტია იანიშვილი ისე, რომ მისი არცერთი წიგნი არ აქვს წაკითხული. ივანიშვილი ჩვენ პარტიას ვერ მოკლავს, პირიქით, უსაფუძვლო ბრალდებებით გააძლიერებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებს“ კოალიციის დასუსტება სურდათ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)