|
2016-09-08 13:24:35, 791 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ის, რომ სამეგრელოში დევნილებს 100 ათას ბინას შევპირდი, ერთგვარი გადაცდომა იყო
იყო ერთგვარი გადაცდომა, რომ მე სამეგრელოში დევნილებს 100 ათას ბინას შევპირდი, საჯაროდ ასეთი განცხადება არ გამიკეთებია, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას სამეგრელოში დევნილებისთვის შეპირებული 100 ათასი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დევნილების პრობლემები გადაჭრას, თუმცა 4 წელიწადში ყველა პრობლემის მოგვარება რთულია. „სამეგრელოში სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა. ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაჭრას. მოგეხსენებათ, 1000-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ბინა, 400-ს დაეხმარნენ კოტეჯების ყიდვაში, ხოლო 4 ათასს საკუთრებაში გადაეცა. ის რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ნიღბიანები ასახლებდნენ და ყრიდნენ დევნილებს სახლებიდან, ახლა ამ ადამიანებს ყველაფერი დაუკანონდათ. დევნილების რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ გაიზარდა, როცა ამდენი პრობლემა მოახვიეს თავს საქართველოს. მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხა 4.5 მილიარდი, რომ დაეხარჯათ დევნილებზე აქამდე ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა“, - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დევნილებისთვის 26 კორპუსი შენდება და ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტება. „ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოში შესაძლოა აშენდეს 3 სართულიანი სახლები, სადაც პირველ 2 სართულზე დევნილები შესახლდებიან, ბოლო სართულს კი სასტუმროს ბიზნესს მოხმარდება, რაც ასევე კარგია. დონორ კომპანიებთან ამ საკითხს ინტენსიურად განვიხილავთ და იმედი მაქვს ჩვენ დევნილებს მალე გაუუმჯობესდებათ პირობები“, - განაცხადა პრემიერმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)