|
2016-09-08 13:01:10, 774 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო
მე უსუფაშვილს შევთავაზე „რესპუბლიკელების“ დატოვება და კიდევ კარგი არ გამოვიდა. მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ ჭარბი რესურსი არ ჰქონდა. ღმერთმა დამიფაროს მე უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ყოფილი პრემიერის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მის მიერ ნათქვამ 1%-იან რეიტინგზე გაღიზიანდნენ, „თუმცა რეალურად ყველა კვლევაში, 1%-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ“. “იმის მაგალითი, რომ მათ რესურსი არ აქვთ მარგველაშვილიც მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა, მე ვესაუბრე უსუფაშვილს და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ უნდა გვეთქვა, რომ ეს უკანონობაა და მარგველაშვილი წელიწადში დამატებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, უსუფაშვილი გამოვიდა და მარგველაშვილის ეს საქციელი „გააპრავა“. ის ეძებდა დამატებით რესურს მარგველაშვილის სახით და როგორი რესურსით იპოვა ვნახეთ. დავით ბერძენიშვილი იმით ამაყობდა, რომ ის მარგველაშვილს არ აკრიტიკებდა. ყველაზე დიდი უნიჭობა, რაც მათ გამოავლინეს - ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების მიღწევები მიიწერონ თავადაც, ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მე უსუფაშვილს შევთავაზე „რესპუბლიკელების“ დატოვება და კიდევ კარგი არ გამოვიდა. მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ მას ჭარბი რესურსი არ ქონდა. ღმერთმა დამიფაროს მე უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო. 1%-ზე რომ გაღიზიანდნენ მათ ყველა კვლევაში უფრო დაბალი რეიტინგი აქვთ. თუმცა, ეს ის პარტია არაა, რომ ხალხს ვუთხრა - მათ ხმა არ მისცეთ-თქო“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)