|
2016-09-08 11:11:26, 754 ნახვა
პოლიტიკა
"2012 წლის ძალადობისა და კორცხელის ინციდენტის ერთ დონეზე დაყენება, ნატო-ს წარმომადგენლებისთვის ღიმილის მომგვრელია"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან წინასაარჩევნოდ არსებულ არანაირ ძალადობრივ ფაქტებზე არ უსაუბრია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ნატო-სთვის ცნობილია. უსუფაშვილის განმარტებით, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის, ძალადობისა და კორცხელის ინციდენტის ერთ დონეზე დაყენება, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის ღიმილის მომგვრელია: „არანაირ ძალადობრივ ფაქტებზე არ ყოფილა საუბარი და ვერც იქნებოდა, რადგან ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში და ვინ და ვინ და ნატო-მ იცის კარგად, რა ხდება საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ, შედარება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან, ძალადობასთან, უბედურებასთან, რაც გადავიარეთ და ახლა 2 თვის წინ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ერთ დონეზე დაყენება, ეს ღიმილის მომგვრელია ბევრისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და გარანტირებულია ყველაფერი. პარლამენტმაც, მთავრობამაც ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო სათანადო იყოს, არ იყოს არანაირი პრობლემა, მაგრამ რაიმე პარალელები იმასთან, რა იყო 2012 წელს და რა არის ახლა, არასერიოზულია და ამიტომ, ამას არც ერთი ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ იკადრებს და არ კადრულობს. რაც შეეხება სასამართლოში არსებულ საკითხებს, აქ სტოლტენბერგმაც და სხვებმაც ხაზი გაუსვეს, მიესალმენ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რაც გაკეთდა, მაგრამ ამბობენ, რომ დიახ, ჩვენც ვხედავთ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ეს ასეა. მაგალითად, პარლამენტმა ვერ შევძელით მესამე ტალღის რეფორმების კანონის მიღება და ბოლომდე მიყვანა. ეს ჩვენც ვიცით, მათაც იციან და, რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)