23:29 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 09:27:25, 1587 ნახვა

სამართალი
წალკაში 2 მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა.

აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics