|
2016-09-07 17:01:35, 701 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: უსუფაშვილის განცხადება სიურპიზია და არ მგონია, რომ პარტნიორებს სიურპიზებით უნდა ვხვდებოდეთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემაც კარგად იციან, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზების განლაგებაზე განცხადების გაკეთება, საქართველოს მთავარი პარტნიორისთვის - ამერიკისთვის სიურპრიზია. „პირველ რიგში, ჩვენ თავდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის სრულიად ახალ ეტაპზე ვართ გადასული. მემორანდუმის იმპლიმენტაციის საკითხებით ვხელმძღვანელობთ, რათა მთლიანად რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საუკეთესო ფორმა შევარჩიოთ. აქ ჩვენს სურვილებზე არაა საუბარი, აქ საუბარია რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას - ვფიქრობ, ბატონი დავითი რეალობას კარგად ფლობს. ჩვენ ნატო-ტან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიური დიალოგი გვაქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მთავარი მხარდამჭერია. არ მგონია, რომ ჩვენს პარტნიორებს სიურპირზებს უნდა ვუკეთებდეთ და ასეთ ღია განცხადებებს ვაკეთებდეთ. უსუფაშვილის განცხადება კი არის სურპიზი თავად შეერთებული შტატებისთვის, რაც ძალიან კარგად იცის მანაც და მისმა მეუღლემაც. ამიტომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს სიურპიზებით არ ვხვდებით. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ნატო არის საქართველოში“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრი. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ .საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს, და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)