|
2016-09-07 16:36:31, 722 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა, იან ვეიმინმა საქართველო-ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისი დოკუმენტი სოციალური პოლიტიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო - ჩინეთის მთავრობებს შორის გაფორმებული დოკუმენტი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება. „დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ასევე ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პროექტში, რომელსაც აბრეშუმის სარტყელი ეწოდება,“ - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს სოციალური სისტემა, შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია, დასაქმების სარეკლამო მომსახურება და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხები მიმოიხილეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)