|
2016-09-06 16:49:12, 835 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორი და რეგიონში პროგრესის ნათელი მაგალითია“
„საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული, როგორიც დღესაა - ის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და პროგრესის ნათელი მაგალითია რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ქლერ მუდი თავის სტატიაში წერს, რომელიც Euobserver-ის ვებგვერდზე სათაურით “საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიზაცია დაუშვებელია” გამოქვეყნდა. ქლერ მუდის სტატია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და იმ შრომასა და ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკაშირის უმკაცრესი კრიტერიუმების შესასრულებლად გასწია. ავტორის აზრით, საქართველო სრულად აცნობიერებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, მაგრამ „უფრო დიდი ევროპა“ სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, რადგან ეს გულისხმობს საერთო ღირებულებების მქონე ერების ერთიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, სტაბილურობის საწინდარია. “საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გადავადება, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ გადაჭარბებითაც კი შეასრულა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, კითხვის ქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა დამაკნინებელი გავლენა იქონიოს ევროკავშირის როლზე მთლიან რეგიონში“- წერს ევროპარლამენტარი. ქლერ მუდის აზრით, ევროკავშირმა არ უნდა მისცეს დამატებითი არგუმენტები იმ ძალებს, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირი მხოლოდ ცარიელ დაპირებებს იძლევა. დაპირებებს შესრულება სჭირდება - წერს სტატიის ავტორი, მით უფრო, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია მაღალია, ხოლო მისი მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით - საკმაოდ შთამბეჭდავი. „საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული, როგორიც დღესაა - ის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და პროგრესის ნათელი მაგალითია რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - წერს ქლერ მუდი და დასძენს, რომ ვიზალიბერალიზაცია ტექნიკური პროცედურაა და დაუშვებელია მისი პოლიტიზაცია. თუმცა, მაშინაც კი, თუ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, „ყველა პოლიტიკური არგუმენტი საქართველოს მხარდაჭერისა და მასთან პარტნიორობის განმტკიცების სასარგებლოდაა“.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)